4 მარტის ჩათვლით ინდოეთის რესპუბლიკის, გოას შტატში წმ. ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (The KETEVAN World & Sacred MusicFestival) გაიმართება. ინფრომაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მუსიკალური პროექტი საელჩოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერითხორციელდება.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი რელიგიისა და მუსიკისჰარმონიულ თანაარსებობას განასახიერებს,რომლის შთაგონების წყაროც ქეთევანდედოფლის ცხოვრების ისტორიაა.
ფესტივალის ფარგლებში,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად,მსმენელთა წინაშე წარსდგება ქართველ მგალობელთა გუნდი „აღსავალი“. კონცერტებიჩატარდება იმ ადგილზე, სადაც წმ.დედოფლის ნაწილები აღმოაჩინეს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ინდოეთის სამთავრობო სტრუქტურების,დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურის,პრესისა და მასმედიისწარმომადგენლები.
მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2016 წელსგაიმართა და სისტემატური ხასიათისაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment