ბრიტანელმა საკუთარ ეზოში კატისებრი ზვიგენი აღმოაჩინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
შემთხვევა კენტის საგრაფოში მდებარე ქალაქ უისტაბლში მოხდა. ჯეიმს ჰილის თქმით, ის სამზარეულოში ჩაის მიირთმევდა, როდესაც მამამ უთხრა, რომ სახლის უკანა ეზოში ზვიგენი იპოვა.
როგორც მამა-შვილი მიიჩნევს, მტაცებელი თევზი შესაძლოა თოლიას გაუვარდა, რომელმაც ნადავლის გადატანა სიმძიმის გამო ვერ მოახერხა.
ჰილის თქმით, 60-სანტიმეტრიანი კატისებრი ზვიგენი უკვე მკვდარი იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment