Tuesday, February 20, 2018

უცხოური მედია ანგელა მერკელის შესაძლო შემცვლელის შესახებ წერს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "ქრისტიან-დემოკრატების" პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი წარადგინა. მისი წარდგენიდან მალევე მედიაში საუბარი დაიწყო იმის შესახებ, რომ კრამპ-კარენბაუერი მერკელის მომავალი შემცვლელი იქნება. ამ თემაზე სტატიას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ პარტია კრამპ-კარენბაუერის კანდიდატურას დაამტკიცებს, ის 2021 წელს გერმანიის კანცლერის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატიც შეიძლება გახდეს.
გამოცემა გერმანული მედიიდან ციტირებს და მას "მინი მერკელს" უწოდებს. ამ დროისთვის კი კრამპ-კარენბაუერი საარის ფედერალური მხარის პრემიერია. Financial Times-ის ცნობით, მერკელი და კრამპ-კარენბაუერი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მერკელი მისი საქმიანობით ხშირად აღტაცებულიც არის.
ქრისტიან-დემოკრატების გარდა, "მინი მერკელთან" კარგი დამოკიდებულება აქვთ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებსაც
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment