Tuesday, February 20, 2018

ერთ თვეში მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 4,8 ათასით გაიზარდა

საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება. ერთ თვეში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4,6 ათასით მოიმატა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 234 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 831-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა, (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.)
ეკონომისტების პოზიციით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება. სპეციალისტები ამის მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და მასზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.
ცნობისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment