ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს.
მათი ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, თვითდასაქმებულ მღოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მისივე ინფორმაციით, მძღოლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მუშაობისთვის შესაბამის პირობებს ითხოვენ.
“ეს ადამიანები არიან თვითდასაქმებულები და ითხოვენ, რომ მიეცეთ თანაბარი პირობები მუშაობისთვის. ისინი ეჭვობენ, რომ მათ მიზანმიმართულად უშლიან მუშაობაში ხელს და გარკვეული პირები აღნიშნული ბიზნესის მონოპოლიზების წახალისებას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯეროვით, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ”, - თქვა ჯოლოგუამ.
ჯოლოგუა სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიაში მიმართვის წერილის გაგზავნას აპირებს. იმ შემთხვევაში კი, თუ შესაბამისი ზომები მიღებული არ იქნება, ისინი ბრძოლას სასამართლოს გზით განაგრძობენ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment