Monday, February 26, 2018

"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა საგრძნობლად რომ იმატა, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობს. მოზარდები ქურდობენ ყველგან- სუპერმარკეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სალონებში, აფთიაქებში, ძარცვავენ ავტომანქანებს და ზოგჯერ ბინებსაც. არაერთი მაღაზიის თუ ობიექტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ისინი და მათი დაკავება არ გაუჭირდება პოლიციას, თუმცა არ აკავებენ, რადგან 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ერთი და იმავე მოზარდს თურმე ათეულობით ქურდობა აქვს ჩადენილი, არაერთხელ მიუყვანიათ პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხვის მერე გამოუშვიათ.
მოსახლეობა გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტები და ადამიანის უფლებადამცველებიც ეთანხმებიან, მათი აზრით, არასრულწლოვნის დასჯა გამოსავალი არ არის და სხვა გზებია მოსაძებნი.
"კვირის პალიტრის" რესპონდენტი სამი წელია ქურდობით ირჩენს თავს. მის ვინაობას, ბუნებრივია, არ ვასახელებთ:
"სამი წელია ასე ვცხოვრობ. ბევრჯერ დავუკავებივარ პოლიციას, მაგრამ ვიცი, სანამ 14 წელი არ შემისრულდება, ვერავინ შემეხება. მალე გადავაბიჯებ ამ ასაკს და მერე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. პოლიცია ჩასაფრებულია. ჩემს მეგობრებს ბევრი საპროცესო აქვთ გაფორმებული, ბევრის სასამართლო პროცესი ახლაც მიდის, მაგრამ იმედია, ციხეში არ გაუშვებენ. ჩემი "პადელნიკი" 16 წლის როგორც კი გახდა, დაიჭირეს, 30-ზე მეტი ქურდობა დაუფიქსირა პოლიციამ, ალბათ, "სროკზე" გაუშვებენ.
11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა სიმსივნით, მანამდე კერძო სკოლაშიც დავდიოდი, წრეებზეც, ყველაფერი მქონდა. მამაც მყავს და ბებიაც, მაგრამ უდედოდ გამიჭირდა. ვალების გამო ბინა გასაყიდი გაგვიხდა, ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. მეგობრები ქუჩაში გავიჩინე და დალევა დავიწყე. მთვრალი რომ მივდიოდი, ჩემები მიბრაზდებოდნენ და მეც ისევ გარეთ გამოვრბოდი. 12 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად რომ წავედი საქურდლად.
- ყოველთვის გაქვთ ნადავლი?
- თითქმის, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, არაფერი დაგვხვედრია. ასეთ დროს იქაურობას ვანგრევთ. მერე ჭკუა ისწავლეს პატრონებმა და ცოტა თანხას მაინც ტოვებენ. ერთხელ იმხელა მაღაზიაში შევედით და მარტო 10 ლარის ელემენტები გამოვიტანეთ. კი იყო ძვირად ღირებული "ტავარი", მაგრამ ზურგზე ვერ მოვიკიდებდით. მაშინ დაგვიჭირა პოლიციამ, მართალია, მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი მეგობარი 16 წლის იყო და საქმე აღუძრეს. ასეთ პატარა რამეზე "სროკზე" როგორ უნდა გაუშვა ადამიანი? ისე, რომ იცოდეთ, მარტო ჩვენ არ ვჭამთ, სხვებსაც ვეხმარებით. ახლახან ჩემს მეგობარს დაბადების დღე გადავუხადე რესტორანში. ორი და ჰყავს, დედამისი არ მუშაობს და 500 ლარი ვაჩუქე.
... რომ ვიკრიბებით, მიდის გარჩევა, ვინ რა გააკეთა. ზოგს მართლა უმართლებს და დიდ ფულს შოულობს. მათი გვარების ჩამოთვლა არ მომთხოვო, მაინც არ გეტყვი. ბევრმა იმდენი იშოვა, ბიზნესიც კი წამოიწყო. ფულს უაზროდ კი არ ხარჯავენ. ზოგს ძაღლის ბედი აქვს. ერთმა დიდი მაყუთი იშოვა. უკვე 16 წლის არის და თუ დაიჭირეს, ცუდად ექნება საქმე, მგონი, 40-ზე მეტი ქურდობის ამბავი იცის პოლიციამ. ძმაც ჰყავს 14 წლის, მაგრამ უფროსი ძმა ცდილობს, პატარამ არ მოიპაროს. ერთხელ მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33.000 ლარი წამოიღო  
ambebi.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment