2017 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად უცხო ქვეყნის 951 მოქალაქემ მიმართა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომართვები ჭარბობდა ეგვიპტიდან -105 პირი, ერაყიდან 93 პირი და ირანიდან 90 პირი.
ამასთან, 2017 წლის განმავლობაში სტატუსი სულ მიენიჭა 89 პირს, აქედან, 53 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო 36 პირს - ჰუმანიტარული სტატუსი.
2017 წლის განმავლობაში სტატუსის მინიჭებაზე 403 პირს ეთქვა უარი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment