ამერიკელი ყოფილი მოდელი ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან 10 თვიანი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
კარენ მაკდუგალი CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, რომ გარდა სექსისა ტრამპთან ახლო მეგობრობაც აკავშირებდა.
ყოფილმა მოდელმა მელანია ტრამს ბოდიშიც მოუხადა იმისთვის, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება მოუწია.
მაკდუგალის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპიკერს საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა დასდო ბრალი
\imedinews.ge
No comments:
Post a Comment