Monday, March 26, 2018

იორდანია წარმომადგენლობითი პალატის წევრების სოხუმში ვიზიტს განმარტავს


იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ირაკლი კობახიძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერს, რომ წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა კერძო ვიზიტია და რომ იორდანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
" მსურს გამოვყო რამდენიმე საკითხი:
1. თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში ერთობ წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ;
2. ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე;
3. წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას.
4. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
და ბოლოს, გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისათვის საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და დიალოგის დამყარებას, და ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობებისათვის,"- წერს ატეფ ტარავნე.
ირაკლი კობახიძემ იორდანიაში ვიზიტი 1 მარტს დაასრულა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment