Wednesday, March 21, 2018

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალ მეთოდს შემოიღებენ


ამერიკის შტატ ალაბამაში დამნაშავეების სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ამიერიდან ამას აზოტის საშუალებით გააკეთებენ. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
წარმომადგენლობითი პალატის წევრთა უმრავლესობამ აზოტის გამოყენებას სიკვდილით დასასჯელად მხარი დაუჭირა.
“ეს მათ დააძინებს. ეს არის ჰუმანური, სწრაფი და უმტკივნეულო“, - აცხადებს რესპუბლიკელი ჯიმ ჰილი. ცვლილების მხარდამჭერები თვლიან, რომ უნდა არსებობდეს ძველი მეთოდის ალტერნატივა, მითუფრო, რომ ზოგიერთი სამედიცინო კომპანია უარს ამბობს ციხეების საინექციო საშუალებებით მომარაგებაზე.
მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია მეთოდის უმტკივნეულობაზე საუბარი, როცა ის ჯერ არ გამოუყენებიათ. ისინი არც მის ჰუმანურობაში არიან დარწმუნებულები. “ჩვენ აქამდე გვქონდა ელექტრო სკამი, ახლა კი გაზის კამერებს ვუბრუნდებით“, - აკრიტიკებს კანონპროექტს დემოკრატი თომას ჯექსონი.
დოკუმენტი ძალაში შტატის გუბერნატორის ხელმოწერის შემდეგ შევა.
სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ანალოგიურ კანონპროექტს კიდევ ორ რეგიონში - ოკლაჰომასა და მისისიპიში მიიღებენ. აზოტით სიკვდილით დასჯა აქამდე ჯერ არ გამოყენებულა.
ადგილობრივი გენერალური პროკურორის, მაიკლ ჰანტერის განცხადებით, დამნაშავეებს თავზე წამოაცმევენ ნიღბებს, რომელშიც გაზი შევა, რაც მათ მოგუდავს. თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment