Friday, March 23, 2018

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვრისწერამდე ჩრდილოეთ ირლანდიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. ამის შესახებ People წერს
ვიზიტის ფარგლებში სამეფო წყვილმა სამეცნიერო პარკი, მეზეუმი და რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოინახულა. ამის შემდეგ წყვილი ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლას ეწვია და სპეციალურად მათთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო. 
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ჯვრისწერის მოსაწვევები გუშინ დააგზავნა
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მადამ ტიუსოს მუზეუმში მეგან მარკლის ცვილის ფიგურების დამზადება დაიწყეს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, მარკლი მხატვართან არ იპოზირებს. მის სახეს ფოტოს მიხედვით შექმნიან. ამასთან, პრინცის და მსახიობის ქორწილისთვის მუზეუმმა აქციაც დაიწყო - ყველას, ვისაც ჰარი და მეგანი ჰქვია, 19 მაისამდე მუზეუმში მისვლა უფასოდ შეეძლება.
ამერიკელმა მსახიობმა სამეფო ოჯახში გასაწევრიანებლად რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. პრინც ჰარისთან ჯვრისწერამდე ის ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს 19 მაისს ლონდონში დაიწერენ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment