იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა მოქმედებს. ამის შესახებ ბარამიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნის შესახებ მსჯელობენ.
მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა და პროკურატურის შესახებ კანონებში შედის ცვლილებები.
"ცვლილებების მიხედვით, ჩვენ ფუნქციებს არ ვართმევთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ამ იმსტიტუტს საერთოდ ვაუქმებთ. იგივე საქმეს სახელმწიფო ინპექტორი გააკეთებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი იხარჯება, ცალკე ინსტიტუტის შექმნა ხარჯებს გაზრდიდა, სადაც ოპტიზაცია შეიძლება რატომაც არა, ამას გავაკეთებთ” - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ალტენატიულ კანონპროექტს წარადგენს, თუმცა ამ კანონპროექტს უკვე აკრიტიკებენ. უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა imedinews-ს უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 1 გრამი MDMA ისევ განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა, სასჯელი კი 6-დან 11 წლამდე განისაზღვრება. ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ვერ გააუმჯობესებს.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე კანონს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს წარადგინა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment