Sunday, March 25, 2018

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე ხვალ 2 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაზე 26 მარტს, პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ. ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი 30 კანონპროექტისგან შედგება. 20 მარტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს წარადგინა. კანონპროექტი პარლამენტში 5 მარტს ინიცირდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის უფლებამოსილებები შევა - კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინპექტორის უფლებამოსილებაში ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
ამასთანავე, პროექტით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment