Thursday, March 29, 2018

კარლოს ტევესი ციხეში თამაშისას დაშავდა


ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ შეძლებს ფეხბურთის თამაშს. ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კარლიტო არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ციხეში დაშავდა.
ტევესი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძმის სანახავად იყო მისული, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სასჯელს იხდის და გადაწყვიტა, თავის ძმასთან და პატიმრებთან ერთად ფეხბურთი ეთამაშა, რა დროსაც ქუსლი დაიზიანა და დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მკურნალობას მინიმუმ სამი კვირა დასჭირდება.
ტევესი ამჟამად მისი მშობლიური გუნდის, "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment