Thursday, March 29, 2018

ტაილანდი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას გეგმავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრს, გრისადა ბუნრახსშეხვდა.
ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა.
ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ტყისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის კუთხით. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრის განცხადებით, მისთვის ცნობილია ქართული ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ.
მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამეფოში პოპულარიზაციას. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ბანგლადეშში, ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკაში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment