Friday, March 30, 2018

ახალციხეში გარდაცვლილ პაციენტზე კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

ახალციხეში კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს.
"უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებ მათ. პაციენტმა 28 მარტს იმშობიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, მშობიარობას მისი ოჯახის წევრიც დაესწრო. გუშინ დედა-შვილი მისმა ნათესავებმა მოინახულეს, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა თუმცა დღეს დილით, გამთენიისას თამამშრომლებმა ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სახელმწიფო ექპსერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. თუ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, კლინიკის რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგელობის საკითხი გამოიკვეთება, კლინიკის ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს,"- განაცხადა კლინიკა "იმედის" დირექტორმა დავით მაისურაძემ.
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გამთენიისას 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა.
ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებენ.
შსს-ს ინფორმაციით, 30 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ახალციხეში შ.პ.ს კლინიკა ,,იმედში” მშობიარობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა 1995 წელს დაბადებული ქალი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment