ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა.
ტერეზა მეის თქმით, ექიმები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და შესაძლოა ისინი ვერასდროს გამოჯანრთელდნენ.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 22 ქვეყნიდან სულ 136 რუს დიპლომატს აძევებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment