ანტონოვის ტიპის, შემოკლებით "ან-148" თვითმფრინავების ექსპლუატაცია 27 აპრილამდე შეჩერებულია. რუსეთის სახელმწიფო სატრანსპორტო სააგენტომ "როსტრანსნადზორმა" განკარგულება გასულ თვეში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების შემდეგ გასცა. ამის შესახებ arabnews-ი წერს.
"როსტრანსნადზორის" თავმჯდომარის, ვიქტორ ბასარგინის განცხადების მიხედვით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება სარატოვის ავიახაზებში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ მიიღეს. ექსპერტები მოდელის ტექნიკურ ხარვეზზე მიუთითებენ.
რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 71 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი.
დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია - 17 წლის ილია, 12 წლის ევგენი და 5 წლის ნადეჟდა.
ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზებს შორის განიხილება სპიდომეტრის გაუმართაობა, შესაძლო მოყინულობა და მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომა.
No comments:
Post a Comment