1 ნოემბრიდან საბანკო სესხებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები თავდებობასაც შეეხება. კერძოდ, სესხის გაცემისას 1 ნოემბრიდან თავდები პირის შემოსავლების შემოწმებაც სავალდებულო გახდება. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც თავდებმა პირებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ კარგი ფინანსური მდგომარეობა, არ იცოდნენ, თუ რა პასუხისმგებლობას იღებდნენ თავდებობით და ქონებაც დაუკარგავთ.
პირველი ნოემბრიდან ბანკი სესხს არც იმ შემთხვევაში არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელითქვენი ოჯახის წევრი არ იქნება.
იცვლება სესხის აღების ვადებიც. დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე გავრცელდება. რაც შეეხება, დანარჩენ საფინანსო სექტორს, ცვლილებები მათზე 2019 წლის პირველი იანვრიდან აისახება.
რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მუშაობას აგრძელებს. კონკრეტულად რა შეიცვლება საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, თვის ბოლომდე გვეცოდინება.

იმის გასაცნობად, თუ რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ სესხის აღებას პირველი ნოემბრიდან აპირებს. გადადით ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment