Friday, October 26, 2018

9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს

გორში ცხრა წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებული იაგო ნებიერიძის ადვოკატი მაია გროგოლაშვილის თქმით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია 1tv.ge-მ გაავრცელა.
დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი. მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებული უკვე გადმოიყვანეს თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment