Sunday, October 28, 2018

ირლანდიაში მკრეხელობისთვის აღარ დასჯიან

ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მკრეხელობისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის გაუქმებას, იუწყება ირლანდიური ტელევიზია RTE.
კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმებას მხარი დაუჭირა ამომრჩევლის - 34%-მა, წინააღმდეგი იყო - 64%. რეფერენდუმზე აქტივობამ 43.79% შეადგინა.
ახლა ირლანდიის კონსტიტუცია მკრეხელობას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. ამისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 25 ათასი ევრო. რეფერენდუმის შედეგებით, კონსტიტუციიდან ამოიღებენ ცნებას „მკრხელობა“ და გააუქმებენ მისთვის სასჯელს.
ირლანდიაში 1855 წლის შემდეგ მკრეხელობისთვის არავინ დაუსჯიათ. თუმცა, 2015 წელს მკრეხელობაში მსახიობი სტივენ ფრაი დაადანაშაულეს. საქმე 2 წლის შემდეგ,"დაზარალებული მხარის არარსებობის" გამო დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ მკრეხელობისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის გაუქმებას უფლებადამცველები და ასევე პოლიტიკოსები მოითხოვდნენ, მათ შორის იყო იუსტიციის მინისტრი ჩარლი ფლენაგანი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment