თბილისის საჯარო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, არ იმუშავებენ. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ბაღის შენობების დალაგება და სადეზინფექციო სამუშოების ჩატარება იქნება საჭირო, ამიტომ ბავშვებს ვერ მიიღებენ.
ყველა დანარჩენ საბავშვო ბაღში 29 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი ჩვეული გრაფიკით წარიმართება.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მუშაობა სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment