მორიგი აფეთქება მოხდა ავღანეთში. ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ცენტრალური აზიის ქვეყნის ყველაზე დიდი ციხის შესასვლელთან აიფეთქა. ამ მონაცემებით დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ამ საპყრობილეში მოძრაობა თალიბანის ასობით წევრი იხდის სასჯელს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment