Friday, October 26, 2018

ტრანსგენდერი კეიტლინ ჯენერი აცხადებს, რომ ტრამპს მხარს აღარ უჭერს

ტრანსგენდერმა აქტივისმა კეიტლინ ჯენერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარს აღარ უჭერს, მას შემდეგ რაც ტრანსგენდერების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. 
ყოფილმა ოლიმპიელმა სპორტსმენმა და კარდაშიანების ოჯახის რეალითი შოუს ვარსკვლავმა თქვა, რომ მისი პოზიცია შეცდომა იყო. „რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ტრანს-საზოგადოება მუდმივად თავდასხმის მსხვერპლია ამ პრეზიდენტისგან“, - ამბობს ჯენერი. 
22 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სქესის იურიდიული კონცეფციის საკითხს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მას დაბადებიდანვე დაადგენენ. 
ამჟამინდელ ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ კანონში სიცხადის არარსებობამ ყოფილ ხელისუფლებას იმ ადამიანების უფლების დაცვის უკანონო გაფართოების საშუალება მისცა, რომლებსაც ეს უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასეთი დადგენილების მიღების შემთხვევაში ოფიციალურ აღიარებას დაკარგავენ ტრანსგენდერები.\
imedinews.ge

No comments:

Post a Comment