საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. უბნებზე უკვე დაფიქსირდა დარღვევები, მათ შორის სახალისო ინციდენტებიც.
მაგალითად, გურიაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა, რომელიც სიას ადგენდა, ჟურნალისტს უთხრა, რომ სია ქორწილისთვის სჭირდება: "ვინ ბრძანდებით? ქორწილი აქვს მეზობელს და სიებს ვადგენ“, - აღნიშნა მამაკაცმა (იხილეთ ვიდეო)
საარჩევნო უბნის თავზე გაფენილი სარეცხი ბათუმში (ფოტო: ქეთი ჭყონია)პურმარილი საარჩევნო უბანზე - "გურია ნიუსის" ფოტო ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის 25-ე უბნიდანსარეგისტრაციო მაგიდებზე ჰქონდათ გაშლილი სუფრა და კენჭისყრის მიმდინარეობისას სადილობდნენ საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზეც. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.სიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ნიკა მელიას თქმით, დუშეთში, ჟინვალის 47-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტებს ჩამოართვეს სია, რომელზეც მისი თქმით, კონკრეტულ გვარებზე კონკრეტული თანხაა მიწერილ
ambebi.ge
No comments:
Post a Comment