მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მედიკოსების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტი იმყოფებოდა „ტერმინალურ მდგომარეობაში“ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.
imedinews.ge
თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )
ReplyDelete