პარიზში შოკოლადის ყოველწლიური ბაზრობა დეფილეთი დაიწყო. შავი და თეთრი შოკოლადით, ასევე კანფეტებით გაფორმებული სამოსი მოდის დიზაინერებმა კონდიტერებთან ერთად შემქნეს. ამის შესახებ SBS-ი წერს.
დამთვალიერებელს კი ისინი საფრანგეთში ცნობილმა ადამიანებმა წარუდგინეს. ნუგბარის სამოსი პოდიუმზე სხვა მოდელებთან ერთად ფეხბურთელმა ჯიბრილ სისემ და მის საფრანგეთმა მაევა კუკემ მოირგეს.
შოკოლადის ბაზრობა პარიზში 24-ედ იმართება. მის ფარგლებში 500-ზე მეტი კონდიტერი კულინარიულ შედევრებს 5 დღის განმავლობაში წარადგენენ, ბაზრობა 4 ნოემბერს დაიხურება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment