Tuesday, October 23, 2018

დანების რეალიზაცია ლიცენზირებადი გახდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა შეიზღუდება, ხოლო გარკვეული კატეგორიის დანები ლიცენზიით და მხოლოდ მაღაზიებში გაიყიდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კანონპროექტში გაწერილია სპეციალური ზომები და პარამეტრები, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის დანების რეალიზაცია დაექვემდებარება ლიცენზირებას. კანონპროექტს შსს მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარადგენს, რის შემდეგაც უკვე მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment