ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროცესზე ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას, მის შვილებსა და რობაქიძის დედას, ია მეტრეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment