Saturday, November 3, 2018

ინდოეთში მოკლეს ვეფხვი, რომელმაც 13 ადამიანი შეჭამა

ნდოეთში, მაჰარაშტრას შტატის სოფელ ბორატში ადგილობრივებმა მოკლეს ძუ ვეფხვი, რომელმაც 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით 13 ადამიანი შეჭამა. ამის შესახებ BBC წერს. 
მტაცებელი სპეციალურად მის საპოვნელად შექმნილმა ჯგუფმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 
ამ ვეფხვს, რომელსაც სახელად T-1 შეარქვეს, სექტემბრიდან ცენტრალურ ინდოეთში, ქალაქ Pandharkaoda-ს და მასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა ეძებდა.
ვეფხვის პირველი მსხვერპლი მოხუცი ქალი იყო, ბოლოს კი მტაცებელმა ერთ-ერთი გარეუბნის გზაზე ბიჭი შეჭამა.
დნმ-ანალიზმა, ვიდეოხაფანგების ჩანაწერებმა და ნაფეხურების შესწავლამ აჩვენა, რომ ცხოველი 6 წლამდე მდედრი ვეფხვი იყო.
მას შემდეგ რაც ოფიციალურმა უწყებებმა ვეფხვი ვერ დაიჭირეს, ადგილობრივი კაცები ჩირაღდნებითა და ბამბუკის ჯოხებზე დამაგრებული შუბებით პატრულირებდნენ ტყეში.
მაშინ ადგილობრივები ამბობდნენ, რომ  დაჭერის შემთხვევაში მტაცებელს ზოოპარკში მიაბარებდნენ.
ვეფხვის მოკვლამ ინდოეთში ცხოველთა უფლებების დამცველთა პროტესტი გამოიწვია. მსოფლიოში მცხოვრები ვეფხვების 60% ინდოეთში ბინადრობს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment