Wednesday, November 14, 2018

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს. მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო
„დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზის სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზის სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო".-განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა. 
ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი არასწორ პოლიტიკას აწარმოებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასის"და სხვა ღაზის სექტორის დაჯგუფებების  წინადადებას დასთანხმდა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას "ჰამასი" მიესალმა და ღაზის სექტორის გამარჯვება უწოდა. 
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბრის ღამეს ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment