Friday, November 2, 2018

თბილისში საავტორო თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ამადე დღეს, 13:00 საათიდან,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი). საქართველო წარმოადგენს ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.    
imedinews.ge

No comments:

Post a Comment