Sunday, November 4, 2018

სირიაში ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

სირიაში კოალიციის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია 15 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA წერს
გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ერაყის საზღვართან ახლოს, სირიის ქალაქ ხაჯინთან განხორციელდა. უცხოური მედია წერს, რომ დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. 
მანამდე „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმიწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეწყვიტეს. მიზეზად კი თურქეთის მიერ ქურთულ პოზიციებზე თავდასხმები დაასახელეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment