ცნობილი სიმღერის, „იაგუნდის“ ტექსტის ავტორი, პოეტი მანანა სიამაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ დათო გომართელი წერს და დიდ გულისტკივილს გამოთქვამს, რადგან მის მიერ დაწერილ ლექსებზე უამრავი სიმღერა აქვს შესრულებული.
დათო გომართელი აღნიშნავს:
„არც ვიცი, რა დავწერო და როგორ ავხსნა კიდევ ერთი დიდი ტკივილი! მანანა… ძალიან მიყვარდი, პატივს გცემდი და დარჩები მუდამ ჩემს გულში და ცხოვრებაში, თუმდაც იმიტომ, რომ ბევრჯერ მომიწევს შენს საოცარ ლექსებზე დაწერილი სიმღერების შესრულება და რომ სულ შენ გამახსენდები ხოლმე. ლექსებს, რომლებსაც წერდი ამბობდი, ეს გომართელს დაუწერე და მაგან უნდა იმღეროს! „რეკორდის აკორდი”, „ერთ რამეს გეტყვი”, „მე ისეთი გოგო მიყვარს” და! შენი საოცარი იუმორი, მეგობრული ერთგულება და შემართება ყველას გვაჯერებდა, რომ ყველაფერი ჩაივლის და კარგად იქნება. თავს უფლებას მივცემ და შენს რამდენიმე მეგობრულ სტროფს, ჩემდამი მიძღვნილს, გამოვაქვეყნებ და დაგემშვიდობები! :((((
„ყურს თუ დაუგდებ დათო გომართელს
ზღვა სიყვარულს და სითბოს მოგართმევს”.
„მხიარული ფანტელები როცა გულებს ათოვს, ათბობს,
სიყვარულით ანთებული მაშინ შენთვის მღერის დათო!..”.
მანანა სიამაშვილი…“
fortuna.ge
No comments:
Post a Comment