Monday, November 12, 2018

ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით" - რომან გოცირიძე და ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის" ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირმა ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბაშ­ვილს ემუქ­რე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი.
"მე ანა­ლო­გი­უ­რად მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფე­ბი. წყნა­რად იყა­ვი, არ მო­მიყ­ვა­ნო მანდ. შენი მა­ინც არა­ვის ეში­ნია, კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რა ხარ ბოლო-ბოლო", - მი­მარ­თა ინაშ­ვილ­მა გო­ცი­რი­ძეს.
თა­ვის მხრივ, გო­ცი­რი­ძემ ინაშ­ვი­ლი ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. "ვინ და­ად­გი­ნა, რომ ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა?! რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, რა უფ­ლე­ბა გაქვთ, რომ სამ­ხედ­რო­ებს ასე თავს ეს­ხმით?! ყვა­ვი ხარ რა, ჩხა­ვი­ხარ ყვა­ვი­ვით. და­უ­წი­ეთ ხმას, გე­ყოთ ახლა", - მი­მარ­თა გო­ცი­რი­ძემ ინაშ­ვილს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment