ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არქტიკაში რუსეთის ჯარები ჩაერიენ GPS-ის, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემის სიგნალში ნატოს ბოლო სამხედრო წვრთნების დროს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ერთი კვირის წინ კი ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა გაავრცელეს გაფრთხილება ქვეყნის ჩრდილოეთში GPS-ის სისტემის მასშტაბურ დარღვევასთან დაკავშირებით.
„ისეთივე პრობლემა გვაქვს, როგორც ფინეთს. ვფიქრობთ, ესეც შეიძლება იყოს რუსეთის წვრთნის ნაწილი“, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა. ოქტომბრის ბოლოს - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ნორვეგიაში დაიწყებოდა ცივი ომის შემდეგ ნატოს უდიდესი სამხედრო წვრთნები - ოსლომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება GPS-ის სისტემის დარღვევის გამო.
ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა ორი არაწევრი ქვეყანა - ფინეთი და შვედეთი. როგორც ფინეთის პრემიერმინისტრმა იუჰა სიპილამ განაცხადა, GPS-თვის ხელისშემშლელი მხარე შესაძლოა ყოფილიყო რუსეთი, რომელიც ცნობილია, რომ შესწევს ამის უნარი.
კრემლმა უსაფუძვლო უწოდა ფინეთის ბრალდებას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment