Thursday, December 20, 2018

სინოდი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე 27 დეკემბერს იმსჯელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 27 დეკემბერს გაიმართება. როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, სინოდის წევრები ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს და იგი 12:00 საათზე დაიწყება.
„წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment