შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, ბოლო 10 დღეა პატრულირებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment