Monday, December 24, 2018

ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა


ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით ქალის გარდაიცვალა. ის 7 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, 53 წლის პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 17 დეკემბერს შეიყვანეს. ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. 
მედიკოსების თქმით, პაციენტს '' ა'' ტიპის ვირუსი დაუფიქსირდა, თუმცა იყო თუ არა ეს ეიჩ-1 ენ-1 ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადგინდება. 
''შემოყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, სამწუხაროდ ლეტალური შედეგით დასრულდა. ანალიზებით დადგინდა, რომ ქალბატონი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გრიპის ვირუსი და ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ დაინფიცირებულნი. პირველადი მონაცემებით დადასტურებული ''ა ტიპის'' ვირუსი. გარკვეული დროის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი. წელს H1N1 ვირუსის შემთხვევა კლინიკაში არ გვქონია'' - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა. 
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა
ajaratv.ge

No comments:

Post a Comment