Monday, December 24, 2018

საქართველოს ელჩმა ჩინეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის სასახლეში, რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა, სადაც მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა.
აღინიშნა მაღალ დონეზე არსებული ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობა და ასევე, სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
ჩინეთის პრეზიდენტმა არჩილ კალანდიას ელჩის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment