Wednesday, December 26, 2018

პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გააუქმა


საომარი მდგომარეობა, რომელიც უკრაინის 10 ოლქში 26 ნოემბერს 30 დღით გამოცხადდა, დღეს დასრულდა. ამის შსახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საომარი მდგომარეობის რეჟიმში უკრაინამ საზღვარზე შეზღუდვები დააწესა. ის რუსეთიდან 16-დან 60 წლამდე კაცების უკრაინაში შესვლას ზღუდავდა.
საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებდა, რომ ეს შეზღუდვა საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელდებოდა, თუმცა მიიღო თუ არა ამ მოსაზრებამ გადაწყვეტილების სახე, ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
უკრაინაში არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა 26 ნოემბერს დილიდან გამოცხადდა. სწორედ ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment