"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. აღნიშნული ოფიციალური ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კლუბი მას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
წლევანდელი სეზონის დასრულებამდე დროებითი მწვრთნელი დაინიშნება, პარალელურად კი ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნის პროცესს დავიწყებთ". - წერია "იუნაიტედის" ოფიციალურ განცხადებაში.
crystalsport.ge
No comments:
Post a Comment