ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჭავჭავაძის გამზირი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებებით და იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობა.
კალაძის თქმით, ასევე დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში.
გარდა ამისა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment