მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.
- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.
- მშენებლობამ და რემონტმა თქვენს ხელში გაიარა?
- რა თქმა უნდა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ნამდვილად არ იყო მარტივი და ხანმოკლე გზა. მოგეხსენებათ, საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური საკითხია ხელოსნებთან მუშაობა და მეც არაერთხელ მიგრძნია იმედგაცრუება. მშენებლობა-რემონტის საკითხი დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი. წვრილმანი დეტალებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. მასალების შესაძენად მაღაზიებშიც თავად დავდიოდი. ძალიან დამეხმარა ინტერნეტსაშუალებები, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი. ვათვალიერებდი ინტერიერის ფოტოებს, ვეცნობოდი სტატიებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გავაკეთე ის, რასაც ხედავთ. მიყვარს თბილი და პასტელური ფერები, უპირატესობას ვანიჭებ კლასიკურ სტილს, ხეს. სხვათა შორის, ჩემს სახლში ყურადღებას იქცევს ხის ძელებისგან გაკეთებული ჭერი. ვთვლი, რომ ეს დეტალი ორიგინალურობას მატებს სახლს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მზე, სითბო, სინათლე. თუ სახლში მზის სხივები არ შემოდის, ის სახლი მძიმე აურის მატარებლად მიმაჩნია. ჩამობნელებული სახლი ღამეც მეყოფა.
ინტერვიუ სრულად და ფოტორეპორტაჟი მაკას სახლიდან იხიეთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში
ambebi.ge
No comments:
Post a Comment