Tuesday, April 9, 2019

ნიდერლანდებში ახალგაზრდები პროსტიტუციის აკრძალვას მოითხოვენ

ნიდერლანდების პარლამენტში შედის პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები პროსტიტუციის აკრძალვას, კერძოდ კი, სექსმუშაკების მომსახურების არალეგალურად გამოცხადებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პეტიციას ხელს 42 ათასამდე ახალგაზრდა აწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პარლამენტმა პეტიცია უნდა განიხილოს. კამპანიის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ სექსმომსახურების შემსყიდველები ე.წ. სკანდინავიური მოდელით დაჯარიმდნენ. 
ნიდერლანდებში სექსუალური მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ლეგალურია. სკანდინავიური მოდელის მიხედვით კი, რომელიც მიიღო შვეიცარიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და საფრანგეთმა, ასეთი ტიპის მომსახურების მყიდველებისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული. 
21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამში წითელი ფანრების კვარტალში ექსკურსიების მოწყობა აიკრძალება. 
აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. წითელი ფარნების კვარტალთან დაკავშირებით ეს პირველი ინიციატივა არ არის. გასული წლის აპრილში გიდებს, რომლებიც ქუჩაზე ექსკურსიებს აწყობენ, 111,4 ევროდ ღირებული სპეციალური ნებართვის აღება დაავალდებულეს. საექსკურსიო ჯგუფებში ტურისტების რაოდენობა 20-მდე შეამცირეს და მათ საროსკიპოებისკენ სახით დგომა და სექსმუშაკებისთვის ფოტოების გადაღება აუკრძალეს.
წითელი ფანრების კვარტალი ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაიონია, სადაც სექსინდუსტრიაა განვითარებული.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment