Monday, July 1, 2019

2 ივლისიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ივლისს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ასევე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი.
2 ივლისადან კი საქართველოში გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.
თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1-ელ ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment