რუსი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში ისვენებდა, ამბობს, რომ ძირითადი საფრთხე, რაც რუსებს საქართველოში ექმუქრებ
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მოსკოველი ალექსეი კაშეევი ბათუმში დასვენების შესახებ "ფეისბუქზე" წერს.
"უკვე მეექვსე დღეა ბათუმში ვართ და სრულიად ვემხრობი ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას, გადაარჩინოს თანამოქალაქეები. საკუთარი თვალით ვხედავ, რომ რუსებს საქართველოში უამრავი საფრთხე ემუქრებათ - შესაძლოა, ბევრი ხაჭაპურის ჭამით გარდაიცვალონ, დაავადდნენ პანკრეატიტით ჭაჭის სმის გამო, ან თეთრი ღვინის დალევის შემდეგ ზღვაში დაიხრჩონ.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ცალკე სირთულეს წარმოადგენს რუსისთვის ის ფაქტი, რომ შეუძლებელია ნორმალურად დახარჯოს საქართველოში ფული, რადგან მოსკოვის ფასებთან შედარებით აქ ცხოვრება არა მხოლოდ იაფი, არამედ - უფასოც კია. შეურაცხმყოფელია, რომ შავი ზღვის „ბარაბულკა“ აქ 5-7-ჯერ იაფია, ვიდრე სოჭში," - წერს რუსი ტურისტი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისივე თქმით, ბათუმში ძალიან კომფორტული აპარტამენტი, რომელიც დასასვენებლად იქირავა, იმდენივე ღირს, რამდენიც "ტუალეტი საშუალო დონის მოსკოვურ ბინაში".
"ფოტოზე კონსტანტინი ითხოვს, მალე შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, რადგან მინსკის აეროპორტი ძალიან უყვარს," - წერს კაშეევი და ბავშვის სურათს აქვეყნებს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment