უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ასავალ-დასავალი” მამუკა ხაზარაძეს, როგორც ფიზიკურ პირს, მორალური ზიანის მიყენებისთვის, 5000 ლარს აუნაზღაურებს. ამასთან, “ასავალ-დასავალს” უზენაესმა სასამართლომაც დააკისრა საკუთარი ცილისმწამებლური სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა.
სამართლებრივი დავა მხარეებს შორის 2014 წლიდან მიმდინარეობს. შარშან სააპელაციო მედიასუბიექტს 6 000 ლარის გადახდა დააკისრა – ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.
ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს ხაზარაძე ფულს ათეთრებს, თითქოს მან მერაბ კოსტავა ცემა, კომპანიები გააკოტრა, მათ შორის „ელიტელექტრონიქსი” და „გუდვილი”.
მანამედე (2015 წ. მარტი) კი გაზეთს ცილისმწამებლური სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაეკისრა, თუმცა კამპანია არ შეწყვეტილა.
http://bfm.ge/
http://bfm.ge/
No comments:
Post a Comment