''ჩვენ ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ დაადასტურონ სტატუსის შეცვლა. როგორც კი eSchool-ის ბაზაში კრედიტქულები აისახება და მასწავლებლებს ახალი სტატუსი მიენიჭებათ, დანამატის ჩარიცხვაც მოხდება. ოქტომბრის თვეში უკვე გაზრდილ ხელფასს აიღებენ,'' - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, 15 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი. სკოლის შეფასების ჯგუფს სწორედ 15 სექტემბრამდე აქვს დრო იმისათვის, რომ შეაფასოს მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები.
etaloni.ge
No comments:
Post a Comment