თვითმხილველების
ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, ამავე
სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობს.მამაკაცი კერძო დაცვის სამსახურ
„ალგანის“ თანამშრომელია და „ალგანში“ მუშაობს მისი მეუღლეც.
ამის შესახებ პირველ არხს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ორი ჭრილობა მიაყენა, ერთი გულმკერდის არეში, მეორე ზურგში, თავად კი დანა ყელში გამოისვა.
ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment